“ქალები ვირჩევთ ევროპას!” – 20 აპრილს დაგეგმილ მარშს რეგიონებიც უერთდებიან. აქცია დაანონსდა გორშიც. ადგილობრივი ქალები ხვალ, 17:00 საათზე ლომჭაბუკის სკვერში შეიკრიბებიან.
“მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალმა, დედამ და ზოგადად მოქალაქემ გაიაზაროს თუ რა საფრთხეების წინაშე აღმოჩნდება მომავალი თაობა ამ კანონის მიღების შემთხვევაში. ახლა შიშის და სამსახურების შენარჩუნებაზე ფიქრის დრო არაა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გამბედაობა და ხალხის ნების წინააღმდეგ წასული ხელისუფლების შეჩერებაა. გახსოვდეთ, რომ ამ კანონის დამტკიცების შემდეგ ვეღარავინ დაგიცავთ, საქართველოს ისტორია ახლა იწერება და როგორც ყველა საქმეში, ქალების როლი ახლაც უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია”, – აცხადებენ ქალთა სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენლები.
ამავე თემაზე: “რუსული კანონი წაგვართმევს შესაძლებლობას, რომ დავიცვათ და გავაძლიეროთ ქალები და გოგონები”
Შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ გორში აქცია 18 აპრილსაც გაიმართა. კიდევ ერთი საპროტესტო გამოსვლა იგეგმება 21 აპრილსაც.