გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე სოციალურ ქსელში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ეხმაურება.
დარბაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისთვის როგორც მოსამართლისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს კონსტიტუცია, რომლითაც გარანტირებულია ქვეყნის ევროპული მომავალი.
“თუ მე, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, ვერ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას (78-ე მუხლი), ჩემ სამშობლოს, როგორ დავიცავ ადამიანის უფლებებს, რომელთა წინაშეც ვარ ანგარიშვალდებული?! რა თქმა უნდა, წინ, ევროპისკენ”, – წერს სოციალურ ქსელში ლევან დარბაიძე.
ინფორმაციისთვის, ლევან დარბაიძე 2016 წლის თებერვლიდან არის გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2011 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2017 წლის თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. ის არის ერთი მონოგრაფიის (წიგნის) და ათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.