საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, რომელსაც მხარი დაუჭირა ხაშური ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ და გორი კასპის მაჟორიტარმა გიორგი სოსიაშვილმა.
კანონპროექტის მხარდამჭერი იყო 83 დეპუტატი, მათ შორის 73 – „ქართული ოცნებიდან“, „ხალხის ძალიდან“ – 9 და „ევროპელი სოციალისტებიდან“ -1.
ინფორმაციისთვის, პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილეს მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები. მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით. მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები.
საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რუსული კანონის“ მე – 3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.