გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახალ პროექტს იწყებს.
“ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის განვითარებისთვის”, – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც მოხდება 15 – დან 25 – წლამდე ახალგაზრდების შერჩევა, რომლებიც ახალაგაზრდული კლუბის საქმიანობის ფარგლებში გახდებიან პოზიტიური ცვლილების ელჩები გორის მუნიციპალიტეტში.
“პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში და სამოქალაქო ქმედებებში”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
შერჩეულ ახალაგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა:
- დაესწრონ საინტერესო და მათ საჭიროებებზე მორგებულ სემინარებსა და ვორქშოფებს;
- გაეცნონ მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპებსა და პრაქტიკაში გამოიყენონ არსებული მექანიზმები;
- მონაწილეობა მიიღონ საველე და რეგიონთა შორის გაცვლით პროგრამებსა და კარგი პრაქტიკების გაზიარების ღონისძიებებში;
- გაეცნონ „ახალაგაზრდების დღეს საკრებულოში“
- წარმოადგინონ თავიანთი ინიციატივები და მიიღონ მხარდაჭერა მათ განხორციელებაში.
- ჩაერთონ ადვოკატირების პროცესში.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 20 მარტის ჩათვლით.
დატოვეთ კომენტარი