ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში დედაზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დედაზე ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს.

ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

“მოზაიკას” ინფორმაციით, დედა და შვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდა. პოლიცია დედამ გამოიძახა.

“იჩხუბეს და დედამისმა პოლიცია გამოიძახა. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, როგორც ვიცი. ძალიან კარგი ბიჭია სოფელი ჩავუდგებით თავდებში, რომ ცუდს არაფერს იზამს”, – უთხრეს “მოზაიკას”.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.