ახალი ამბები

გორში 8 მარტის კონცერტისთვის 7 000 ლარი დაიხარჯება

გორში სარვამარტოდ კონცერტი გაიმართება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 000 ლარი დაიხარჯება.

კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე “თეატრალურის კვარტეტი” იმღერებს. სააგენტოს განმარტებით, აღნიშნული ჯგუფი რეპერტუარის გათვალისწინებით შეირჩა.

თეატრალურის კვარტეტი აბსოლუტურად ყველა თაობისთვის საყვარელი ჯგუფია, ყველა თაობას აერთიანებს. აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რომ მათი ქალაქური სატრფიალო სიმღერები, რეპერტუარი აბსოლუტურად შეესაბამება სარვამარტო განწყობას”.

სარვამარტო ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან კიდევ 3 000 ლარია გამოყოფილი.

ყოველ წელს, ტრადიციულად 8 მარტი აღინიშნება და ამისთვის ყოველთვის ხდება ბიუჯეტში თანხის გათვალისწინება. წელს ქალთა დღესასწაულებისთვის გათვალისწინებულია 10 000 ლარი და ამ თანხის ფარგლებში ხდება “თეატრალურის კვარტეტის” მომსახურების შესყიდვა. 7000 ლარი – მუსიკოსებისთვის, ხოლო 3000 ლარი წვრილმანი ხარჯებისთვის და იმ სიურპრიზისთვის, რაც ქალბატონებს კონცერტზე დახვდებათ“, – განაცხადეს სააგენტოში.

დატოვეთ კომენტარი