გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის და მთარგმნელის, მაია ბოლაშვილის ნამუშევარი პრემია “საბა 2024” – ის წლის საუკეთესო მხატვრული თარგმანის ნომინაციაზეა წარდგენილი.
“ინგლისი, ჩემი ინგლისი” – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც მან დევიდ ჰერბერტ ლორენსის მიხედვით თარგმნა.
“ეს ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. ველოდები რომ იქნება შედეგი და ბოლომდე გაიმარჯვებს. 90- იანი წლებიდან მოყოლებული ვთარგმნი ლორენსს, როდესაც წიგნის მაღაზიაში შემთხვევით წავაწყდი მის მოთხრობებს. მახსოვს მაშინვე შევიძინე და რომ მოვედი დავიწყე კითხვა, შემდეგ უკვე თარგმნა. ეს წიგნი რამდენიმეჯერ მივატოვე, თითქმის ორ წელიწადზე მეტი ვთარგმნე. თარგმნის პროცესში ხან ისე ვღიზიანდებოდი, რომ ვანებებდე ხოლმე თავს, იმიტომ რომ ძალიან რთული ქსოვილია ლორენსის თხრობა. ამას სჭირდებოდა, ფიქრი, მოძებნა, ლექსიკონთან მუშაობა, რომ მიმიტოვებია და აღარ მიფიქრია ამა თუ იმ სიტყვის, თუ პასაჟის თარგმნაზე მერე რაღაცნაირად თავისით მოსულა ის, რაც უნდა დამეწერა. ასე თანდადათანობით მოვიდა და ერთ წიგნად შეიკრა”, – ამბობს მაია ბოლაშვილი
დევიდ ჰერბერტ ლორენსის წიგნები, თითქმის 70 წელი ტაბუდადებული იყო და მის წაკითხვას ცენზურა კრძალავდა. 90- იანი წლებიდან კი მისი მოთხრობები გამოჩნდა წიგნის მაღაზიებსა და დახლებზე.
“ლორენსი წერს სოციალურ თემებზე, საშუალო და დაბალ ფენაზე. თვითონ იყო მაღაროელის შვილი და ძირითადად იმ დასახლებებზე წერს, სადაც ეს ქვანახშირის მაღარო იყო. თითქმის ყველა მოთხრობაში, იმათი ცხოვრებაა აღწერილი. მისი რომანები ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებას, განსაკუთრებით “ლედი ჩეტერლის საყვარლები”, რომელიც ერთი ერთში ჰგავს “ჯაყოს ხიზნებს”. ლორენსს უჩივლა კიდეც ინგლისის არისტოკრატიამ და ციხეშიც იჯდა გარკვეული პერიოდი”.