ახალი ამბები

სოციალური კაფე “სფეისი” ახალგაზრდულ კლუბს ქმნის

გორის სოციალური კაფე “სფეისი” 13-30 წლამდე ახალგაზრდებისთვის კლუბს ქმნის.

ახალგაზრდული კლუბი გულისხმობს საკუთარი წევრების კომპენტენციების განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ პროგრამებს, აქტივობებს, გაცვლით პროექტებს და ადგილობრივ და საერთაშორისო ბანაკებში მონაწილეობას.

კლუბის წევრები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდული კაფის მიერ დაგეგმილ  აქტივობებსა და კამპანიებში. მათთან იმუშავებენ პროფესიონალი და კვალიფიციური ახალგაზრდული მუშაკები და სხვადასხვა დარგის პროფესიონალები, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალგაზრდების საბაზისო უნარების და კომპენტენციის განვითარებას“, – ნათქვამია “სფეისის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ახალგაზრდული კაფე პროექტს ა(ა)იპ ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს. 

კლუბში გაწევრიანების მსურველებს აპლიკაციის ფორმის შევსება შეუძლიათ ონლაინ


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი