ახალი ამბები

გორში ცოტნე ბარამიძის ხსოვნის მემორიალური ტურნირი ტარდება

გორში,სპორტის სააგენტოს ტრაგიკულად გარდაცვლილი მწვრთნელის – ცოტნე ბარამიძის ხსოვნის მემორიალური ტურნირი დაიწყო. ინფორმაციას, ააიპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.

“2 თებერვალს ჩატარდა აწონვები, 3 თებერვალს პირველი საასპარეზო დღეა, ხოლო 4 თებერვალს ფინალური ბლოკის შეხვედრები შედგება და გაირკვევა მედალოსნების ვინაობა. ცოტნე ბარამიძე, გორის ჭიდაობის სკოლაში აღიზარდა ცნობილი მწვრთნელის ნუგზარ სხირელის ხელმძღვანელობით.ის გახლდათ ევროპის ვიცე-ჩემპიონი კადეტთა შორის, პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირების მედლების მფლობელი და საქართველოს ჩემპიონი როგორც დიდებში, ისე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.კარიერის დასრულების შემდეგ იგი სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა”, – ამბობენ სააგენტოში.

ცოტნე ბარამიძე გასულ წელს, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. როგორც სააგენტოში ამბობენ,  მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს ახლა ეყრება საფუძველი და იგი ტრადიციული გახდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები