| გორის სოფლებში მცხოვრები ქალების 50%-ზე მეტი თავს ღარიბად თვლის
გორსა და გორის სოფლებში 50 000-ზე მეტი ქალია რეგისტრირებული. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ ქალების უმრავლესობა მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს – Მაგალითად, 2022 წლის ბოლოსთვის, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ქალების 45% სოციალური დახმარების მიღებას ითხოვდა. ამ მხრივ კიდევ უფრო რთული მდგომარეობა სოფლებშია.
Რეგისტრირებული ქალების ოდენობა | Სოციალური შემწეობის მიღების მსურველ ქალთა ოდენობა | Სოციალური შემწეობის მიმღებ ქალთა ოდენობა | |
---|---|---|---|
გორი | 20 236 | 6 311 | 3 025 |
გორის მუნიციპალიტეტის სოფლები | 31 070 | 16 822 | 10 671 |
Რაც შეეხება 2023 წელს, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მათ ბაზაში გორის მუნიციპალიტეტიდან 25 024 ქალია რეგისტრირებული. აქედან 17 945 გორის სოფლებში ცხოვრობს. Მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც სოციალური შემწეობის დანიშვნას წლებია ელიან, თუმცა უშედეგოდ.
| გორის სოფლებში რეგისტრირებული ქალების 41% საპენსიო ასაკისაა
გორის სოფლებში რეგისტრირებულია 18 822 ქალი. Მათგან საშუალოდ 7 000 ქალი საპენსიო ასაკისაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ არის სოფლები, სადაც მუდმივ მაცხოვრებლად მხოლოდ საპენსიო ასაკის ქალებიღა გვხვდებიან.
მათ ნაწილი დამატებით სოციალურ დახმარებასაც იღებს, თუმცა არიან ისეთები, რომლებისთვისაც შემოსავლის ერთადერთი წყარო პენსიაა.
| გორის მუნიციპალიტეტის 72 სოფელში ამბულატორია არ არის.
ასაკის მატებასთან ერთად, სოფლად მცხოვრები ქალების უმრავლესობას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. Შესაბამისად, მათთვის ძირითადი საჭიროება პირველადი ჯანდაცვა და მედიკამენტებია.
| გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის პრობლემაა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 7 სოფელია (ხელთუბანი, სვენეთი, რეხა, თორტიზა, კარალეთი, დიდი გარეჯვარი, პატარა გარეჯვარი), სადაც წყალი არ არის. ამ ჩამონათვალში მერია არ ახსენებს იმ დასახლებებს, სადაც წყალი მხოლოდ სოფლის რამდენიმე ადგილას დამონტაჟებულ ონკანებში მოდის. ასეთი კი, გორის მუნიციპალიტეტში არაერთია.
| გორის მუნიციპალიტეტის 55%-ში არ არის სკოლა და საბავშვო ბაღი.
ოფიციალური მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის 60 სოფელში არ არის სკოლა, ხოლო 68 სოფელში არ არის საბავშვო ბაღი. ამ პრობლემაზე ქალები ხშირად საუბრობენ და სკოლების/ბაღების მშენებლობას, დიდწილად, ორი მიზნით ითხოვენ:
- Სოფლებში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით;
- Შვილებისთვის სკოლამდელი და სასკოლო განათლების მიცემის გამარტივების მიზნით.
| მიგრაცია და დასაქმების/პროფესიული განვითარების პრობლემები
გორის მუნიციპალიტეტი, ბოლო წლებში, არაერთმა ქალმა დატოვა. Მათი ნაწილი მშობლიური სოფლიდან ქალაქში, ნაწილი კი ქვეყნიდან წავიდა. Ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში დასაქმება და პროფესიული განვითარება ძალიან რთულია.
ინფორმაციები შეგროვდა პროექტის “ქალები საერთო მიზნისთვის” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” ახორციელებს “ქალთა ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით.