ახალი ამბები

შექმენი 1-დღიანი ტური – კონკურსი მოსწავლეებისთვის

“მემკვიდრეობის ტურიზმი: წარსულის გახსენება და მომავლის ფორმირება“ – ასე ჰქვია კონკურსს, რომელში მონაწილეობაც  მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. 

მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა უკეთ აღმოაჩინონ და შემდეგ თავად შექმნან კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის 1 დღიანი ტური. კონკურსი განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ფიქრობენ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარებას“, – ვკითხულობთ ორგანიზატორების მიერ კონკურსის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში. 

საკონკურსო ნამუშევრის მოცულობა უნდა იყოს არაუმეტეს 2 გვერდი. ერთი ნაშრომის წარდგენა შეუძლია მაქსიმუმ 2 ადამიანს.

“ნაშრომი უნდა გადმოაგზავნონ Word Document – ის ფაილით. კონკურსის ბოლოს გამოვლინდება 12 გამარჯვებული სხვადასხვა ნომინაციაში. გამარჯვებული ნომინაციების ავტორები კონკურსის ჩატარების დღეს წარადგენენ ნაშრომებს.დაჯილდოების ღონისძიებაზე კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.”

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ნამუშევრების გაგზავნა 9 თებერვლამდე შეუძლიათ. მარტში კი, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართება მონაწილეთა და გამარჯვებულ მოსწავლეთა პრეზენტაციების წარდგენა და დაჯილდოების ცერემონია.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე.


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი