სეზონური ვირუსების გააქტიურების შემდეგ, კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა. “გორმედის” პედიატრი ლია გოჩაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებით გაზრდილია 1 წლამდე ასაკის პაციენტთა რაოდენობა.
გოჩაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ 1-წლამდე ბავშვს აქვს სიცხე, რომელიც არ ექვემდებარება დაწევას, არის მოთენთილი და არ აქვს მადა, აუცილებელია კლინიკაში გადაყვანა.
„ჩვენს სტაციონარში ბოლო პერიოდში მოიმატა პაციენტების მოდინებამ. მოიმატა, როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარში მოთავსებული პაციენტების რაოდენობამ. უფრო მეტად მომართვიანობა ხდება მაღალი ტემპერატურით, ინტოქსიკაციური მოვლენებით. უფრო წლამდე ბავშვების მოდინებაა გაძლიერებული, რადგან მიდის მაღალი ტემპერატურით ეს ვირუსი, გამოხატულია ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები, არის ღებინება, გამოხატულია დიარეის მოვლენები, რამდენიმე შემთხვევა იყო პნევმონიით გართულებული”, – ამბობს გოჩაშვილი.
ექიმები ვარაუდობენ, რომ ვირუსის გავრცელების პიკი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირებში იქნება, როდესაც სასწავლო პროცესი განახლდება და ბავშვების მობილობა გაიზრდება.