„ევროკავშირის სიმბოლოს ხელყოფა მიუღებელია, ხატის შეურაცხყოფა მკრეხელობა”, – გორის და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ ამის შესახებ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც სპეციალურად სტუდია “ოქონასთვის” ჩაიწერა. მან მღვდლების მიერ ევროკავშირის დროშის დაწვი საკითხზე, მატრონა მოსკოველის ხატზე საუბრის კონტექსტში ისაუბრა.
“სასულიერო პირთაგან ევროკავშირის სიმბოლოების ხელყოფა ჩემთვის ეს მოსაწონი არ არის. მათი აზრი ამასთან დაკავშირებით სხვა საკითხია, მათი აზრია, უფლება აქვთ გამოთქვან, მაგრამ ხელყოფა სხვა ნაწილში გადადის; წმინდა მატრონას ხატის შეურაცხყოფა და ხელყოფა არის მკრეხელობა. საუბარი იმაზე, რომ მატრონას და სტალინის შეხვედრა ისტორიით დასტურდება თუ არ დასტურდება, ასეთი დადასტურებული თუ დაუდასტურებელი აპოქრიპული ფრესკები ჩვენ ძალიან ბევრი გაგვაჩნია ეკლესიებში, რომლებიც დღეს წარმოადგენს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობს და პირიქით, ვცდილობთ რომ ისინი დავიცვათ”, – განაცხადა გვაზავამ.
ინტერვიუში ანდრია გვაზავას ნატა ფერაძე პირდაპირ არ უხსენებია, თუმცა განაცხადა, რომ ხატის შეურაცხყოფა და ამგვარი ქმედება მისთვის ეშმაკისეული ადამიანის ქმედებას წარმოადგენს.