ახალი ამბები

სახელმწიფო ბერბუკში აშენებულ თაფლის საწარმოს ყიდის

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში არსებული თაფლის გადამამუშავებელი საწარმო გასაყიდად აუქციონზე გაიტანა.

საწარმოს საწყისი ფასი თითქმის 2 მილიონს აღწევს, კონკრეტულად კი, 1 195 000 ლარს შეადგენს. ვაჭრობის ბიჯი კი, 5 000 ლარია. შენობასთან ერთად იყიდება საწარმოს აღჭურვილობაც, რომლის დიდი ნაწილის შესყიდვაც იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ დააფინანსა.

ბერბუკში თაფლის გადამამუშავებელი საწარმო 2018 წელს აშენდა. სოფლის განვითარების სააგენტოში ამბობდნენ, რომ სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში აშენებული, დღიურად 2 ტონა თაფლის გადამუშავების სიმძლავრის მქონე თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს გადაცემას კონკურსის წესით შერჩეული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივისათვის.

მიუხედავად ამისა, საწარმო დღემდე უფუნქციოა. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი არ გამოჩნდება, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოუწევს ფასის დაკლება და აუქციონის ხელახლა გამოცხადება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები