გორში, ვერხვების დასახლებაში მდებარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სკვერში ინფრასტრუქტურა დააზიანეს.
დაზიანებული ინფრასტრუქტურის ფოტოები სოციალურ ქსელში, გვერდმა ვერხვების დევნილთა დასახლება გამოაქვეყნა.
“ამ “საქმიანობას” ვინც ეწევით, იქნებ ცოტაოდენ მაინც შეგრცხვეთ! უამრავი სივრცე მოვაწყეთ, სადაც ჯანსაღი აქტიურობა შეგიძლიათ: სტადიონები, სკვერები, ტრენაჟორები, მაგრამ მაინც… ადმინისტრაციული შენობის დაზიანება და ყოველდღიურად დაბინძურება ათასი სისაძაგლით აღარ ყოფნით და ახლა მემორიალებს მიადგნენ”, – ნათქვამია პოსტში.
დატოვეთ კომენტარი