ახალი ამბები

ახალი წლის ღამეს ფოიერვერკი არ იქნება – გორის მერია

31 დეკემბრის მთავარი ღონისძიების შემდეგ, გორის მერია ფოიერვერკს არ გაუშვებს.

“პიროტექნიკისთვის გათვალისწინებული თანხა მოხმარდება გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას”, – ამბობენ მერიაში.

,,შეხვდი ახალ წელს პიროტექნიკის გარეშე“ – სოციალური კამპანიაა, რომლის მიზანიც ცხოველების დაცვაა ფოიერვერკების და სხვა პიროტექნიკის ხმაურით გამოწვეული ზარალისგან. აღნიშნულ კამპანიას გორის მერიის გარდა, კერძო ბიზნესი – რესტორნების ნაწილიც შეუერთდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები