ახალი ამბები

“შევხვდეთ ახალ წელს პიროტექნიკის გარეშე” – ხიდისთავის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა 

შევხვდეთ ახალ წელს პიროტექნიკის გარეშე“, – ამ მოწოდებით ხიდისთავის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. 

პიროტექნიკა და მისი გამოყენება 21-ე საუკუნეში ძალიან პოპულარული და ამავდროულად გლობალური პრობლემაცაა. ახალგაზრდებს და ზოგადად საზოგადოებას უხარია პიროტექნიკის გამოყენება თუმცა მის შედეგებზე და უარყოფით მხარეებზე ინფორმაცია ან არ აქვთ ან აქვთ და შეგნებულად იყენებენ“, – გვითხრა სკოლის თვითმმართველობის წევრმა მამუკა ზოლოტარიოვმა, რომელიც შეხვედრას უძღვებოდა. 

მოსწავლეებისთვის მომზადებულ პრეზენტაციაზე ნაჩვენები იყო ის ზიანი, რომელიც გარემოს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ადგება. 

გამოვიყენე 2018 წლიდან ამ დრომდე სტატისტიკა პიროტექნიკით დაზიანებულთა რაოდენობა, ასევე ავიღე კადრები ამპუტირებული ხელების და ცხოველების, რომლებსაც არც ფეხი აქვთ და არ არიან ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც უნდა იყვნენ. მთლიანი ტრენინგი იყო საინფორმაციო, გამყარებული არგუმენტებით და კადრებით, რათა დამენახვებინა ბავშვებისთვის მისი მავნებლობა და უარყოფითობა“, – აღნიშნავს ზოლოტარიოვი. 

მისი თქმით, ამ თემაზე საუბარი მნიშვნელოვანია, რათა ნელ-ნელა საზოგადოებამ საკუთარი ქცევა შეცვალოს და გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობა მეტად იგრძნოს. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი