ახალი ამბები

ქარელში 26 დეკემბერს კონცერტი გაიმართება – ვინ იმღერებს მთავრობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე? 

ქარელში 26 დეკემბერს საახალწლო კონცერტი გაიმართება. ღონისძიება მთავრობის ორგანიზებით ტარდება. 

კონცერტზე იმღერებენ  ნუკრი კაპანაძე, დათუნა სირბილაძე, ნათია პერანიძე, მაია ჯაბუა, მანანა თოდაძე, ლიკა დოლიძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია, “ქართული ხმები“ იმღერებენ. მუსიკალური საღამო “ლაიქ ბენდის” და პიანისტ ნინო გულიაშვილის თანხლებით გაიმართება. 

საახალწლო პროგრამა 14:00 საათზე დაიწყება და მას ნიკოლოზ წულუკიძე წაიყვანს.

14:00 – ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა.

  • საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი.
  • საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების სახელოსნო და ანიმატორების საბავშვო პროგრამა.
  • ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ „ახალი თაობა“; ქორეოგრაფიული ანსამბლი „გორულა“ და ჯგუფი „ქრეიზი გირლს“.
  • ორკესტრის და ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.

18:00 საათი – გალა კონცერტი, რომელიც 1 საათი და 30 წუთი გაგრძელდება და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები