გორში, სუპერმარკეტ “ნიკორაში” ლიფტი ჩაწყდა. ლიფტში მყოფმა 28 წლის მამაკაცმა ფეხზე დაზიანებები მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
“ფეხი ჰქონდა დაზიანებული, ამის გამო მისი გადაყვანა ხაშურში გახდა საჭირო. აქ თურმე ადგილები არ იყო”, – უთხრა “მოზაიკას” თვითმხილველმა.
მკურნალი ექიმის ინფორმაციით, მამაკაცს ფეხის არეში აღენიშნებოდა მცირე ზომის დაზიანება. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და გაეწერა კლინიკიდან.
დატოვეთ კომენტარი