ახალი ამბები

გორში 24 დეკემბერს საშობაო ბაზრობა გაიმართება

გორში, გოგებაშვილის სახელობის სკვერში, გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრიას ლოცვა – კურთხევით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალისა და ტანისა და თეძმის
დაცული ლანდშაპტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების თანამშრომლობით, საშობაო ბაზრობა მოეწყობა
.

ინფორმაციას გორისა და ატენის ეპარქია ავრცელებს. ეპარქიის განმარტებით, მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც ეხერხება ქსოვა, ქარგვა, რეწვა ან სხვა ლამაზი ხელნაკეთი ნივთების შექმნა.

“მონაწილეობა შეუძლიათ მათ, ვინც ამზადებს საკონდიტრო ნაწარმს, ჩირეულს, ტრადიციულ თუ თანამედროვე სახის ქართულ და ევროპულ ტკბილეულს, მარინადს, თაფლს, ღვინოსა და სხვა სახის პროდუქტებს. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია საახალწლო თემატიკის სათამაშოთი, აქსესუარით, მისალოცი ბარათით, წიგნით ან სხვა ნივთით”, – ავრცელებს გორის ეპარქია.

ორგანიზატორების თქმით, ნივთები სიმბოლურ ფასად გაიყიდება. შეგროვილი თანხით სათნოების სახლს და ხანდაზმულთა დღის ცენტრს დაეხმარებიან.

“ყოველი ნივთი და ნაწარმი გაიყიდება სიმბოლურ ფასად, მეპატრონე მიიღებს ფინანსურ სარგებელს და სურვილისამებრ გაიღებს შესაწირს. სკვერის ცენტრში დაიდგმევა წითელი ჯვრის ყუთი და შემოსული თანხით დავეხმარებით ჩვენს ეპარქიაში არსებულ წმინდა იოანე მოწყალის სათნოების სახლს და ხანდაზმულთა დღის ცენტრს”.

საშობაო ბაზრობა 24 დეკემბერს, 12 საათზე დაიწყება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.