ქარელის მუნიციპალიტეტის მერია 300 შეჭირვებულ ოჯახს საახალწლოდ სასურსათო პაკეტებს დაურიგებს. პროდუქტების შესახებ მერიამ 60 000 ლარი გამოყო.
გეგმის მიხედვით, ოჯახებისთვის განკუთვნილ პაკეტში უნდა იყოს:
- 4 ცალი ზეთი;
- 2 კგ. მარილი;
- 6 კგ. შაქარი;
- მარგარინი;
- 2 ცალი შესქელებული რძე;
- ჩაი;
- ყავა;
- ტომატი;
- 1 კგ კარამელი;
- 1 კგ შოკოლადი;
- 3 შეკვრა კვერცხი;
- 1 შეკვრა ორცხობილა;
- მაიონეზი;
- ბარდა;
- 2 ცალი ლიმონათი;
- 2 ცალი კაკაო;
- 2 ცალი ვანილი;
- 3 ცალი ქათამი;
აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, ქარელის მერიამ ნობათის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა გაზარდა. ასევე გაზრდილია პროდუქტების შესაძენად გამოყოფილი თანხის ოდენობაც.
დატოვეთ კომენტარი