ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში მამაკაცი მოკლეს.
როგორც “მოზაიკას” უთხრეს, მდინარის მიმდებარედ სათევზაოდ და სანადიროდ იყვნენ წასულები, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა იარაღიდან ისროლა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცმა თავდაცვის მიზნით გაისროლა.
“ღამე იყო, ამ დროს ერთს მეორე მამაკაცი დათვი ჰგონებია და თავდაცვის მიზნით თოფი ესროლა”, – ამბობენ ადგილობრივები.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
ამავე თემაზე: “ვინც ესროლა, პოლიციაში თავის ფეხით მივიდა” – რა მოხდა სამწევრისში?
დატოვეთ კომენტარი