ახალი ამბები

“დამნაშავეების დასჯა ასეთი მარტივი არ იქნება” – სახალხო დამცველი კირბალში ჩავიდა

სახალხო დამცველი დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალში ჩავიდა. 

“ყველას მოგეხსენებათ, რომ დამნაშავეების დასჯა ასეთი მარტივი არ იქნება, გვაქვს მაგალითები უახლოესი წარსულიდან და სამწუხაროდ, არც ერთი დამნაშავე არ დასჯილა. მაგრამ, ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოძიება იყოს ბოლომდე მოყვანილი და დამნაშავეებმა აგონ პასუხი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა, თამაზ გინტურის ოჯახის წევრებთან და ლევან თოდიაშვილთან სტუმრობის შემდეგ. 

სახალხო დამცველის თქმით, ამ ოჯახებმა უნდა იცოდნენ, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული. 

“კიდევ ერთხელ მივუსამძიმრე თამაზ გინტურის ოჯახს, მოვინახულე ლევან დოთიაშვილი და დავინტერესდი გამოძიების მიმდინარეობით, რამდენად ჩართული არიან საგამოძიებო უწყებები და სამსახურები გამოძიების პროცესში. ოჯახებმა უნდა იცოდნენ რა მოხდა, ვინ ჩაიდინა დანაშაული და რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ამ ადამიანებს მოეთხოვოთ პასუხი ჩადენილი დანაშაულის გამო“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

იოსეილის შეფასებით, კირბალში პოლიცია პატრულირებს და ამ გზით, უსაფრთხოების უზრუნველყოფას ცდილობს. 

ასევე დავინტერესდი უსაფრთხობის საკითხით ამ სოფელში. ხედავთ, რომ პოლიცია პატრულირებს, მაქსიმალურად ცდილობენ რომ უსაფრთხოება იყოს დაცული”. 

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს თამაზ გინტურს სოფელ კირბალში, ლომისის სალოცავში ყოფნის დროს რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს, ის მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ადგილობრივი, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ის რამდენიმე დღეში გათავისუფლდა. თამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.