გორის მერია აპირებს, რომ 2024 წლის ბიუჯეტის 50% ა(ა)იპ-ების დაფინანსებაზე დახარჯოს. უწყების მიერ შემუშავებული გეგმით, ა(ა)იპ-ებს შეეძლებათ, რომ მიღებული დაფინანსების 90% უშტატო და შტატიანი თანამშრომლების შრომის ანაზღაურებას მოამხარონ.
რა წერია მერიის მიერ შედგენილ ფინანსურ დოკუმენტში ა(ა)იპ-ების დაფინანსების შესახებ?
2024 წლის ბიუჯეტის პროექტი “მოზაიკამ” შეისწავლა. დოკუმენტში მომავალი წლის ბიუჯეტი 76 737 300 ლარით არის განსაზღვრული. აქედან 37 738 700 ლარი კი 12 მუნიციპალური ა(ა)იპ-ის ფუნქციონირებისთვის გათვლილი ხარჯია. .
მერიის გეგმით, მომავალ წელს ყველაზე მაღალ-ბიუჯეტიანი ა(ა)იპ-ები იქნებიან:
- სკოლამდელი აღზრდის სააგენტო – 13 715 000 ლარი
- ეთილმოწყობის სააგენტო – 6 167 000
- ტრანსპორტის სააგენტო – 5 688 000
- კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო – 3 239 800
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ა(ა)იპ-ების ნაწილს საკუთარი შემოსავლები საერთოდ არ აქვს, ნაწილს კი მინიმალური ოდენობით. მთლიანობაში კი, ისინი კვლავ გორის ბიუჯეტზე დამოკიდებულ დაწესებულებებად რჩებიან.
ა(ა)იპ-ის დასახელება | დაფინანსების ოდენობა | საკუთარი შემოსავალი | ბიუჯეტზე დამოკიდებულია | |
1 | გორის მუნიციპალური ინსპექცია | 915 000 | 0 | 100%-ით |
2 | კეთილმოწყობის სააგენტო | 6 167 000 | 285 000 | 95%-ით |
3 | სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბოსადგურების სამსახური | 1 148 000 | 22 000 | 98%-ით |
4 | სკოლამდელი აღზრდის სააგენტო | 13 715 000 | 0 | 100%-ით |
5 | ფეხბურთის კლუბი გორი | 1 578 000 | 370 000 | 76%-ით |
6 | სპორტის განვითარებისა დახელშეწყობის სააგენტო | 2 724 000 | 0 | 100%-ით |
7 | გაზეთი „გორის მაცნე“ | 110 500 | 6 300 | 96%-ით |
8 | კულტურის განვითარებისხელშეწყობის სააგენტო | 3 239 800 | 140 000 | 96%-ით |
9 | საზოგადოებრივი ჯანდაცვისცენტრი | 267 200 | 11 200 | 96%-ით |
10 | მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო | 1 199 800 | 614 500 | 50%-ით |
11 | გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის ლანდშაფტის მართვის სააგენტო | 1 086 400 | 0 | 100%-ით |
12 | ტრანსპორტის სააგენტო | 5 688 000 | 1 224 000 | 79%-ით |
სულ: | 37 738 700 | 2 673 000 | 93%-ით |
რა წერია ბიუჯეტში შტატიანი და უშტატო თანამშრომლების ანაზღაურებაზე:
ა(ა)იპ-ების შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომელთა ხელფასები ორ სხვადასხვა მუხლში გადანაწილდება. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ:
- შტატიანი თანამშრომელთა ხელფასებს ა(ა)იპ-ებს ბიუჯეტის მუხლიდან “შრომის ანაზღაურება” გასცემენ – ამ მუხლში გაწერილი თანხების ჯამური ოდენობა 10 162 700 ლარია;
- შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე ა(ა)იპ-ები ბიუჯეტის მუხლიდან “მომსახურება და საქონელი” გასცემენ – ამ მუხლში გაწერილი თანხების ჯამური ოდენობა 26 532 600 ლარია.
ა(ა)იპ-ის დასახელება | მთლიანი ბიუჯეტი | მუხლი: შრომის ანაზღაურება | მუხლი: საქონელი და მომსახურება | |
1 | გორის მუნიციპალური ინსპექცია | 915 000 | 192 300 | 702 700 |
2 | კეთილმოწყობის სააგენტო | 6 167 000 | 544 700 | 5 548 600 |
3 | სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბოსადგურების სამსახური | 1 148 000 | 434 800 | 709 800 |
4 | სკოლამდელი აღზრდის სააგენტო | 13 715 000 | 6 915 200 | 6 429 800 |
5 | ფეხბურთის კლუბი გორი | 1 578 000 | 195 000 | 1 355 000 |
6 | სპორტის განვითარებისა დახელშეწყობის სააგენტო | 2 724 000 | 344 700 | 2 154 700 |
7 | გაზეთი „გორის მაცნე“ | 110 500 | 80 600 | 29 900 |
8 | კულტურის განვითარებისხელშეწყობის სააგენტო | 3 239 800 | 414 500 | 2 720 300 |
9 | საზოგადოებრივი ჯანდაცვისცენტრი | 267 200 | 159 100 | 105 300 |
10 | მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო | 1 199 800 | 200 200 | 969 600 |
11 | გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის ლანდშაფტის მართვის სააგენტო | 1 086 400 | 407 400 | 481 000 |
12 | ტრანსპორტის სააგენტო | 5 688 000 | 274 200 | 5 325 900 |
სულ: | 37 738 700 | 10 162 700 | 26 532 600 |
აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ-ები ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს წინა წლებშიც შტატიანი და უშტატო თანამშრომლების ხელფასებზე ხარჯავდნენ. გორის მერიის მიერ შედგენილი ბიუჯეტის პროექტი ადასტურებს, რომ ამ მხრივ ვითარება არც მომავალ წელს შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს თანხების ოპტიმიზაციის მიზნით, ა(ა)იპ-ებში რეორგანიზაცია ჩაატარეს, ხელმძღვანელები შეცვალეს და ათობით ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.