ახალი ამბები

“ახალგაზრდებს დავეხმარებით, რომ მოიპოვონ გრანტები და განახორციელონ პროექტები”

ახალგაზრდებს ვასწავლით პროექტების წერას, რათა მცირემასშტაბიანი გრანტების მოპოვება შეძლონ, – გვითხრა ხატია ხაბაშვილმა, რომელიც გორის უნივერსიტეტის ახალგაზრდული ჰაბის ხელმძღვანელია. 

ხატიამ ჰაბის წევრებისთვის ახალი პროექტის “Changemakers Program” განხორციელება უკვე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები ისწავლიან პროექტების წერას, მოიპოვებენ მცირემასშტაბიან გრანტებს და განახორციელებენ პროექტებს ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით.

პროექტი საქართველოში 2022 წლიდან ხორციელდება Umbrella • ამბრელას მიერ, ჰოლანდიურ ორგანიზაცია KidsRightsის ფინანსური მხარდაჭერით“, – გვითხრა ხატია ხაბაშვილმა. 

მისივე თქმით, მსგავს პროექტებში მონაწილეობა ახალგაზრდებს აქტიურ მოქალაქეებად აყალიბებს და პიროვნულ განვითარებაში ეხმარება. 

“მთლიანად ჰაბის უმთავრესი მიზანი სწორედ ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვაა, თუმცა არა ტრადიციული, არამედ არაფორმალური მეთოდებით. არაფორმალური განათლება ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის პიროვნებად და პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენც ამ მიმართულებით ვმუშაობთ”. 

ხატიას თქმით, არაფორმალური განათლების მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება და პროექტებში ჩართვის სურვილსაც ბევრი ახალგაზრდა გამოთქვამს. 

“ჩვენი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ჩვენს პროექტებში და თითოეულ მათგანს მივცეთ შესაძლებლობა ისწავლონ, განვითარდნენ, გაიცნონ საინტერესო ადამიანები, შეიძინონ ახალი მეგობრები და ჩვენთან ერთად გაიმრავალფეროვნონ ცხოვრება”.


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი