სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება.
ენმ-ს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის, ბადრი ბასიშვილის ინფორმაციით, გინტური იმ დროს ესროლეს, როდესაც ის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა.
“სოფლის რამდენიმე მოსახლემ გადაწყვიტა სოფლის სასაფლაოდან ასულიყვნენ ლომისას წმინდა გიორგის ნიშში მოსოლოცად. როდესაც, მათ სოფლის სასაფლაოდან ეკლესიაში დააპირეს ასვლა რუსმა ოკუპანტებმა ესენი შენიშნეს და დაიწყეს მათი დევნა. ერთ-ერთი მათგანს ბორკილები დაადეს და ცხინვალის საპყრობილეში გადაიყვანეს, ხოლო თამაზ გინტურთან მივიდნენ რუსი ოკუპანტები, თამაზმა მოინდომა უკან გამოტრიალება, ანუ უკან წამოსვლა”, – ამბობს ბასიშვილი.
ბასიშვილის თქმით, თამაზ გინტურს, მანქანაში ჩაჯდომის დროს, ზურგიდან ესროლეს.
“ჩაჯდა მანქანაში და სწორედ, ამ დროს რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ზურგიდან. რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი. რუსებმა იგი ფაქტიურად ადგილზე მოკლეს. ისინი უკან რომ დაბრუნდნენ, თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაშინ დარეკეს, რომ თამაზი სასწრაფოთი წაგვეყვანა. სამწუხაროდ, ცეცხლსასროლი იარათით მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩდა”, – განაცხადა ბადრი ბასიშვილიმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა კირბლიდან გაიტაცეს ერთი მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი, ხოლო თამაზ გინტურს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.