გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და მოზარდებს კერამიკის, თექაზე მუშაობისა და ქართული ფარდაგების ქსოვის ტრადიციული მიმართულებების შესწავლა შეუძლიათ.
ფარდაგების ქსოვისა და კერამიკასა და თექაზე მუშაობის კურსების გავლა 10 – დან 17 წლამდე მოზარდებს შეუძლიათ. გალერეაში მოზარდებისთვის უკვე დაიწყო თექის შემსწავლელი კურსი.
“ამ სახელოსნოსთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან საინტერესო იდეები, რომლის ნაწილის განხორციელებაც უკვე დაიწყო. გაიხსნა სასწავლო სივრცე. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ხელი შევუწყოთ ავთენტური მიმართულების ქართული რეწვის ხელოვნების განვითარებას და ასევე, ტურიზმის განვითარებას გორში”, – ამბობს გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი ედიშერაშვილი.
ფარდაგების ქსოვისა და კერამიკის კურსებით დაინტერესებულმა მოზარდებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე – https://forms.gle/qndGTiACTwGedYes6
მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).