სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ქალაქ გორის №11 საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო.
სააგენტოს ცნობით, სკოლის ახალი შენობა1 მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში შენდება.
“11 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტით, ახალი სკოლის სამსართულიანი შენობა გათვლილია 650 მოსწავლეზე; სასწავლო სივრცეების პარალელურად სკოლაში იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები; მოეწყობა გათბობა / ვენტილაციის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მოსწავლეებზე: მოეწყობა ლიფტი, ადაპტირებული სველი წერტილები და პანდუსები; მოსწავლეთა სოციალური ადაპტაციისთვის ეზოში იფუნქციონირებს რეკრეაციული სივრცეები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სკოლის ახალი შენობა ფუნქციონირებას 2025 წლიდან დაიწყებს.
ინფორმაციისთვის, მე-11 სკოლის ძველ შენობას დემონტაჟი გასული წლის სექტემბერში ჩაუტარდა. სამუშაოები კომპანიამ შპს “ენენ ჯგუფი“ დაიწყო, ამავე კომპანიამ უნდა ააშენოს ახალი შენობაც.