ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში მოსწავლეების მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მათი თქმით, მიზეზი ორი წლის წინ დაკეტილი სკოლის შენობაა, რომლის რეაბილიტაციას ხელისუფლება ამ დრომდე არ იწყებს.
მოსწავლეები განათლებას მეზობელი სოფლის სკოლაში იღებენ, თუმცა მშობლები მათ გაშვებას იქამდე აღარ გეგმავენ, სანამ მოხისის სკოლის რეაბილიტაციის დაწყების საკითხი არ გაირკვევა.
მოხისის საჯარო სკოლა ავარიულად ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე 2022 წლის სასწავლო პროცესის დაწყებამდე გამოცხადდა. დადგინდა, რომ 1883 წელს აგებული შენობა არამდგრადია.
უკვე ორი წელია მოხისელები ფცის საჯარო სკოლის ასევე ძლევ შენობაში, მეორე სმენაში სწავლობენ. იმის მიუხედავად, რომ პედაგოგების და მოსწავლეების ტრანსპორტიურება მიკროავტობუსებით ხდება, მშობლები რიგ პრობლემებზე საუბრობენ და მოხისის სკოლის დროულად რეაბილიტაციის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ.
მოხისის სკოლის შენობას გაურკვეველი ვადით დახურვამდე რამდენიმე წლით ადრე, კარ-ფანჯარა და სახურავი შეუცვალეს. შენობის მდგრადობის შესწავლა კი მას შემდეგ გადაწყვუტეს, რაც კედლებზე წლების წინ გაჩენილი ბზარები საგრძნიბლად გაიზარდა. სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ შენობის რეაბილიტაციის მოთხოვნით შესაბამის უწყებებს წერილობით არაერთხელ მიმართეს თუმცა, როდის დაიწყება სკოლის რეაბილიტაცია ამის შესახებ პასუხი ისევ არ აქვთ. მოხისის საჯარო სკოლაში 178 მოსწავლე ირიცხება.