სახალხო ღონისძიება „კასპობა 2023“ -ის ჩატარებასთან დაკავშირებით ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება შემდეგ გარკვეულ მონაკვეთებზე.
კასპის მერიის ცნობით, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება შემდეგ ქუჩებზე:
20 ოქტომბერი
- 19:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე გ. სააკაძის ქუჩიდან კოსტავას ქუჩაზე – მელიორაციის შენობამდე.
- 19:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე ეფრემ მეორის ქუჩაზე (საქართველოს ფოსტის შენობის ქუჩა).
21 ოქტომბერი
- 09:00 საათიდან სააკაძის ქუჩაზე არსებული წრიულიდან საკრებულოს შენობამდე ცალმხრივად – გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქუჩის მეორე მხარეს ღონისძიების დასრულებამდე.
ყველა მონაკვეთზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგზაო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შსს.
დატოვეთ კომენტარი