ახალი ამბები

კასპის ცენტრში ორი დღით ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება 

სახალხო ღონისძიება „კასპობა 2023“ -ის ჩატარებასთან დაკავშირებით ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება შემდეგ  გარკვეულ მონაკვეთებზე. 

კასპის მერიის ცნობით, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება შემდეგ ქუჩებზე: 

20 ოქტომბერი

  • 19:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე გ. სააკაძის ქუჩიდან კოსტავას ქუჩაზე – მელიორაციის შენობამდე.
  • 19:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე ეფრემ მეორის ქუჩაზე (საქართველოს ფოსტის შენობის ქუჩა).

21 ოქტომბერი

  • 09:00 საათიდან სააკაძის ქუჩაზე არსებული წრიულიდან საკრებულოს შენობამდე ცალმხრივად – გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქუჩის მეორე მხარეს ღონისძიების დასრულებამდე.

ყველა მონაკვეთზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგზაო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შსს.

დატოვეთ კომენტარი