გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი 2024 წლის საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 300 (სამასი) სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის სასაჩუქრე პაკეტების შესასყიდად.
მერიამ პროდუქტების შესაძენად 30 000 ლარი გაითვალისწინა.
სასაჩუქრე პაკეტში შევა შემდეგი სახის პროდუქტები:
- ნაღების კარაქი (არა სპრედი) – ქარხნული წესით შეფუთული 200 გრ(+/-2%);
- ზეთი მცენარეული – მზესუმზირის, უმაღლესი ხარისხის, რაფინირებული, დაფასოებული პოლიეთილენის ბოთლში, 920 გრ (+/-2%);
- ხორბლის ფქვილი – ხორბლის, უმაღლესი ხარისხის, დაფასოებული 5 კგ. (+/-2%);
- შოკოლადის კანფეტი – დაფასოებული 1000 გრამი–იან პაკეტებში (+/-2%). – ქარხნული შეფუთვით;
- კარამელის კანფეტი – კარამელი (ასორტი) – დაფასოებული 1000 გრამიან პაკეტებში- ქარხნული შეფუთვით, (+/-2%).
- შესქელებული რძე შაქრით – 8.5%-ის ცხიმიანობით, მოუხარშავი, ქარხნული დაფასოებით (უჟანგავი ლითონის ქილაში) მაგარი შეფუთვით 370 გრამი (+/2%);
- წიწიბურა – მშრალი არამსხვრეული ყავისფერი
- 1000 გრ (+/-2%) – ქარხნული შეფუთვით;
- მაკარონი – ქარხნული წესით შეფუთული 500 გრ (+/-2%) გრ;
- ბრინჯი – ქარხნული წესით შეფუთული 1000 გრ (+/-2%) გრ;
- შაქრის ფხვნილი – ფხვნილი (მშრალი) დაფასოებული 1000 გრ (+/-2%) პაკეტში – ქარხნული შეფუთვით.
დატოვეთ კომენტარი