გორის მუნიციპალიტეტის 55 საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა, აქედან ორ სკოლაში დირექტორი ვერ აირჩიეს.
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, ორ სკოლაში წარგენილი იყო ასევე ორ-ორი კანდიდატიც.
“67 -იდან 55 სკოლაში იყო კანდიდატი წარდგენილი. მათ შორის, 2 სკოლაში იყო 2-2 კანდიდატი. მე-12 სკოლაში და ქვემო ხვითის. 55 სკოლაში ჩატარდა არჩევნები, აქედან ორი სკოლა დარჩა არჩევანის გარეშე, ანუ მეორე საჯარო სკოლაში ჩავარდა კანდიდატი, რადგან ერთი ხმა მიიღო, ზემო ნიქოზის სკოლაში წარდგენილ კანდიდატმა 6 წევრიდან 3 ხმა მიიღო და სამი წევრი წინააღმდეგი იყო”, – განმარტა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
მისივე თქმით, მე-2 საჯარო სკოლაში წარდგენილ ერთადერთ კანდიდატს სამეურვეო საბჭოს 13 წევრიდან მხარი, მხოლოდ ერთმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგი იყო.