ხაშურში ტურისტული ცენტრი “ხაშურ-ქალაქობის” ღონისძიებების ფარგლებში საზეიმოდ გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ქეთევან ციმაკურიძე და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი, ასევე, დელეგაციები ხაშურთან დამეგობრებული ქალაქებიდან: ბაუსკა (ლატვია), რადვილიშკისი (ლიტვა), უკრაინა (ობუხოვი).
სტუმრებმა ცენტრს, თავიანთი მუნიციპალიტეტების სამახსოვრო ბუკლეტები გადასცეს.
ტურისტულ ცენტრში 4 ადამიანი დასაქმდა.
ინფორმაციისთვის, ტურისტული ცენტრი ხაშურში 2020 წელს აშენდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 64 000 ლარი დაიხარჯა.
დატოვეთ კომენტარი