ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანია „ახლა“ გორის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებებზეა წარმოდგენილი. კამპანიის მიზანია, გორელებს კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ ახლა მოქმედების და რეფორმების მოთხოვნის დროა.
გორის ფესტივალზე კამპანია „ახლა“ ვიზიტორებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს, რათა ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს და შეკრებილ საზოგადოებას იმ სიკეთეებზე ესაუბროს, რასაც ქართული ოჯახები ევროკავშირში გაწევრებით მიიღებენ.
ასევე აჩვენოს ის მაგალითები თუ რამდენად სწრაფად და თვალსაჩინოდ შეიცვალა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ იმ ქვეყნებში, რომლებიც ახლახან შეუერთდნენ ევროკავშირს.
მაგალითად, ევროკავშირის წევრობიდან სლოვაკეთში პენსიები, ხოლო ბულგარეთში 3 წელიწადში, ხელფასები გაორმაგდა, ესტონეთში კი სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდის გამო – სიცოცხლის ხანგრძლივობა 6 წლით გახანგრძლივდა.
კოალიცია “ინფორმაციის სანდოობისთვის” წევრები შეკრებილ საზოგადოებას იმაზეც ესაუბრებიან, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს მოსახლეობის ურყევ მისწრაფებად რჩება და მნიშვნელოვანია მოვთხოვოთ ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქმედითის ნაბიჯების და რეფორმების გატარება ახლა.
“ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანიის კუთხის სტუმრობით ფესტივალის ვიზიტორ ყველა ასაკის ადამიანს შესაძლებლობა ექნება, ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ღირებულებების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს. მაგალითად იმ გარემოებებზე, რომ ევროკავშირის წევრობის შემდგომ საქართველოსთვის გაიხსნება მისი უზარმაზარი ბაზარი და გაიზრდება მოთხოვნა საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე, მათ შორის ისეთ პროდუქციაზე რომელიც უხვადაა შიდა ქართლის რეგიონში. აღნიშნული შეცვლის, როგორც რეგიონის ასევე, ყველა იმ ადამიანის შემოსავალს, რომლებიც ჩართული არიან სოფლის მეურნეობისა თუ სხვა სფეროებში”, – ამბობენ კამპანიის ორგანიზატორები.
კამპანია “ახლა“ კოალიცია ინფორმაციის სანდოობის ორგანიზებით აპრილის თვეში დაიწყო და ის წარმოაჩენს თუ რა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს თითოეული ოჯახი საქართველოს ევროკავშირში გაწევრებით. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი მრავალფეროვანი ღონისძიებები, აერთიანებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს და საინფორმაციო პლატფორმებს. ის შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს საკუთარი შვილების მომავლისთვის და ძლიერი საქართველოსთვის მოსთხოვონ ხელისუფლებას გაატაროს ჯეროვანი რეფორმები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
კამპანია „ახლა“, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ბილბორდებზე, ავტობუსებსა და მეტროში ბანერების განთავსებით დაიწყო. მომდევნო თვეების განმავლობაში, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ არაერთ პარტნიორთან ერთად, კამპანია სხვადასხვა არხებისა და ღონისძიებების მეშვეობით საქართველოს მასშტაბით გაიშლება.
კოალიცია “ინფორმაცია სანდოობისთვის” ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/infointegritycoalition
ელ-ფოსტა: informationintegrity@zincnetwork.com
ტელეფონი: 599468 999.