ახალი ამბები

ნაგავი და დახოცილი ფრინველი ყრია – ვითარება მდინარე ძამასთან 

ქარელში, მდინარე ძამას სანაპიროზე დახოცილ ფრინველს და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყრიან. 

მოსახლეობა აღნიშნული ფაქტით შეწუხებულია, მათ პრობლემის გაშუქება “მოზაიკას” სთხოვეს.

“საშინელი მდგომარეობაა, გაივსო სანაპირო ნაგვით. ხშირად მიწევს ამ ტერიტორიაზე გავლა, საქონელს ვმწყემსა. ჯერ ერთი, რომ უსიამოვნო სუნი დგას, მერე მეორე, საქონელი ეტანება ნგავს და შეიძლება რაიმე დავადება გადაედოთ. ჩვენ უნდა ვუფრთხილდებიდეთ გარემოს, თუმცა ზოგიერთ ადამიანს ამის შეგენება არ აქვს”, – ამბობს ერთ – ერთი ადგილობრივი.

დატოვეთ კომენტარი