ახალი ამბები

გორის მე-12 სკოლის პედაგოგს, ლელა წურწუმიას ნინო აბულაძის სახელობის პრიზი გადაეცა 

მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბმა თავის რჩეულად გორის მე-12 სკოლის, სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ლელა წურწუმია დაასახელა. მას ნინო აბულაძის სახელობის პრიზი გადაეცა. 

წურწუმია აღნიშნული პრიზის მფლობელი მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2023 -ის ფარგლებში გახდა. აღსანიშნავია, რომ ასევე გორელ პედაგოგს, ნინო ფსუტურის გადაეცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო. ის მე-8 საჯარო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის. 

ინფორმაციისთვის, ნინო აბულაძის სახელობის პრიზი 2021 წელს დაწესდა. ის 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის იყო. ის 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.