ახალი ამბები

მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის შენობის გახსნის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ადგილობრივები საბავშვო ბაღის გახსნის მოთხოვნით აქციის გამართვას გეგმავენ. 

აღსაზრდელთა მშობლები გეგმავენ გააპროტესტონ, რომ მშნებელობის რამდენიმე წლის წინ დასრულების მიუხედავად, საბავშვო ბაღის ახალი შენობა კვლავ დაკეტილია და არ ფუქნციონირებს, აღსაზრდელებს კი ალტერნატიულ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. 

“რადგან საბავშვო ბაღთან დაკავშირებით, 4 წლის მანძილზე ხმას არ ვიღებთ და ვართ ჩუმად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კიდევ მოვითმენთ. პატივცემულო მშობლებო და არა მარტო მშობლებო, ეს ყველას საკითხია. ყველამ ერთად ამოვიღოთ ხმა, რათა ჩვენმა შვილებმა ისევ იმ პირობებში აღარ გააგრძელონ სიარული, სადაც ამდენი წელია ვიმყოფებით . პარასკევს, 13:00 საათზე შევიკრიბოთ  ახალი საბავშვო ბაღის ეზოში და მოვითხოვოთ, პასუხი გაგვცენ და გიახსნას საბავშვო ბაღი დაუყოვნებლივ”, – წერს ერთ-ერთი ადგილობრივი, თამთა სანდუხაძე. 

ინფორმაციისთვის, მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა ორი წლის წინ დასრულდა, თუმცა ამ დრომდე დაკეტილია.

ამავე თემაზე: აშენების მიუხედავად, მეჯვრისხევში საბავშვო ბაღი უფუნქციოა – დამკვეთი პასუხისმგებლობას იხსნის 

“როდის გახსნით?” – მეჯვრისხევისა და მეღვრეკისის საბავშვო ბაღების ბედი კვლავ უცნობია 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.