ახალი ამბები

21 ოქტომბერს “კასპობა” გაიმართება

21 ოქტომბერს სახალხო ღონისძიება “კასპობა” გაიმართება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 34 675 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი მომსახურებების შესაძენად კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამოყოფილი თანხა შემდეგი მიმართულებით დაიხარჯება:
  • მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 16 ადმინისტრაციული ერთეულის ტრანსპორტირება. (ორმხრივი ტრანსპორტირება);
  • ფოიერვერკი – მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საჰაერო ფოიერვერკის გაშვება – 240 გასროლით მინიმუმ ორ-ორი წუთი (დამონტაჟება, გაშვება და შემდგომში ადგილის დასუფთავება);
  • საბავშო ატრაქციონები უნდა იყოს არანაკლებ 9 სახეობის. 1) გასაბერი ბატუტი – 2. 2) სახტუნაო ბატუტი -1. 3) ბატუტი დასაბმელი რეზინით – 1. 4) კარუსელი მანქანებით – 1. 5) კარუსელი ცხენებით – 1. 6)კარუსელი კურდღლებით – 1. 7) კარუსელი ტომი და ჯერით – 1. კარუსელი ფიფქია და 7 ჯუჯა – 1;
  • მულტფილმის გმირები უნდა იყოს არანაკლებ 11 სახეობის: ანიმატორი, მიკი-მაუსი, მინი-მაუსი, სპაიდერმენი, ტომი და ჯერი, გოჭი პეპა, მინიონი. მხატვარი (სახეზე ხატვა და დროებითი ტატუ), ოჩო ფეხები – 2 ( კლოუნის ფორმით და ჩოხით);
  • 3 საათიანი დიჯეის პროგრამა;
  • კასპის კუთხის გაფორმება:თივის პრესები 10 ც, ხილი – ვაშლი არანაკლებ 10კგ, მსახლი არანაკლებ 10 კგ, ყურძენი არანაკლებ 10 კგ, კარალიოკი არანაკლებ 10 კგ, კომში არანაკლებ 10 კგ, ატამი არანაკლებ 10კგ, გოგრა 10 ცალი; ხელოვნური ყვავილები მოსართავად 30მ, ბუშტები ჯოხზე (300 ც) სცენაზე დასადგმელი ფოიერვერკი არანაკლებ 4 ცალი; ღონისძიების დამთავრების შემდეგ დასაწყობდეს დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილზე. ყველაფერი რჩება დამკვეთის საკუთრებაში; 
  • ფაეტონი, რომლიც სტუმრებს მოემსახურება უფასოდ 2 საათის განმავლობაში;
  • ასევე მოხდება ღონისძიების გადაღება,როგორც დრონით ასევე ვიდეო კამერით.
დატოვეთ კომენტარი