ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობას წყალი კვლავ არ მიეწოდება, – ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე ენმ -ს წევრმა ქარელის საკრებულოში, თამარ დიასამიძემ ისაუბრა.
“მოხისის მოსახლეობა პრობლემის მოსაგვარებლად ქარელის ეკონომიკური სამსახურის უფროს ალექსი ჯოჯიშვილს შეხვდა, იპოვეს გამოსავალი, სოფელში უნდა დაედგათ ავზი და მოსახლეობა თვითონ მიიყვანდა შემდეგ ამ ავზიდან წყალს, თუმცა სამი თვე გავიდა და სოფელში არც წყალია, არც ავზი და არც ალექსი ჯოჯიშვილი ჩანს, რომ მოსახლეობის დანაბარები გადავცე”, -თქვა თამარ დიასამიძემ.
აღნიშნულ საკითხს ქარელის საკრებულოს თავჯდომარე, ჯუმბერ შუბითიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მოსახლეობასთან ვერ შეთანხმდნენ.
“როდესაც ალექსი ჯოჯიშვილი მოვიყვანეთ სოფელში და მოსახლეობას შევხვდით, მოსახლეობამ “მატორების” დადგმაზე უარი თვითონ განაცხადა, უნდათ რომ “მატორებიც”ჩვენ ვუყიდოთ”, – თქვა ჯუმბერ შუბითიძემ.