კასპში ჩატარდა ნახევარფინალური მატჩები ,,ქართლის ლიგა 2023″-ის ფარგლებში, მოყვარულ ფეხბურთელთა შორის, – ინფორმაციას გორის “დილა” ავრცელებს.
მოყვარულ ფეხბურთელებს შორისაა გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც.
ნახევარფინალური მატჩები გორის და ხაშურის გამარჯვებით დასრულდა.
- გორი – კასპი 2:1;
- ხაშური – ქარელი 3:2;
მესამე ადგილისათვის მატჩში შეხვდებიან: ქარელი – კასპი.
ფინალის და მესამე ადგილისათვის მატჩები ჩატარდება 28 სექტემბერს.
დატოვეთ კომენტარი