“ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით, 27 სექტემბრის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ქ.გორში შეწყდება წყალმომარაგება”, – ეს მოკლეტექსტური შეტყობინება მიიღეს გორის მაცხოვრებლებმა წყალმომარაგების კომპანიისგან.
ხვალ, 27 სექტემბერს გორში წყალმომარაგება დილიდან შეწყდება. კომპანია არ აკონკრეტებს რა სამუშაოებია დაგეგმილი.
“წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო”, – წერია კომპანიის ვებგვერდზე.
დატოვეთ კომენტარი