ქვემო ნიქოზში, სტადიონზე ბავშვს დენმა დაარტყა, – ამის შესახებ “მოზაიკას” სოფლიდან აცნობეს. ადგილობრივის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა.
“წუხელ მოხდა ეს ამბავი. დენის დარტყმის მერე, მცირეწლოვანმა ბავშვმა გონება დაკარგა, თუმცა საბედნიეროდ გადარჩა”, – უთხრეს “მოზაიკას”.
წინასწარი ინფორმაციით, სპორტული მოედანი, სადაც ბავშვს დენმა დაარტყა, სოფელში ახალი მოწყობილია.
დატოვეთ კომენტარი