ახალი ამბები

“ახალუბანში სასმელი წყლის სისტემა მოეწყო, მაგრამ არ მუშაობს” – ენმ 

“ახალუბნის წყალსატევი, სადაც სამუშაოები ჩატარდა რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ერთი დღე არ უფუნქციონირია, დღემდე სოფელს სასმელი წყალი არ აქვს”, – ამბობს ბექა ქორჩილავა ენმ-ს წევრი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალუბანი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. სასმელი წყლის სისტემა აქ  4 წლის წინ მოეწყო, თუმცა სოფლის მოსახლეობა სასმელი წყალს მაინც მეზობელი სოფლის ჭაბურღილიდან იღებს. 

“დღე-გამოშვებით გვაქვს, ერთი დღე, რომ აძვში მოდის, მეორე დღეს ჩვენთან, მაგრამ რამდენად ვარგისია და ხარისხიანი ეგ სხვა საკითხია”, – ამბობენ ადგილობრივები. 

ოპოზიცია თვლის, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყლის სისტემის მოსაწყობად თანხები გაფლანგა, რითაც მოსახლოებამ იზარალა. 

დატოვეთ კომენტარი