ხაშურის მერიამ მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის თავშესაფარს 34 000 ლარი გადაურიცხა.ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებას ხაშურის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლელა მაჭარაშვილმა მიაწოდა
“თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს თანხა არ დამემატებინა, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე.თანხა, ძირითადად, აცრებს და მედიკამენტებს მოხმარდება”, – თქვა ლელა მაჭარაშვილმა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ხაშურის საკრებულოს დეპუტატი პარტია “საქართველოსთვის” ირინე გელაშვილი.
“არანაირი შედეგი არ არის, ქალაქში მიუსაფარი ძაღლები ისევ ისე დადიან, ვერ ვხედავ, რომ ქალაქში მათი მხრიდნ რაიმე სახის სამუშაოები მიმდინარეობდეს, როდესაც ხაშურს ადგილზე ჰქონდა აღნიშნული მომსახურება მაშინ შედარებით უფრო კარგად იყო მდგომარეობა და არც ამდენი მიუსაფარი ძაღლი დადიოდა. ვფიქრობ, რომ არ უნდა შეერთებოდა, ადგილზე უფრო ეფექტური იყო მათი მუშაობა,” – თქვა ირინე გელაშვილმა.