მიმდინარე წელს, მერიის თანადაფინანსებით 13 ორგანიზაცია 18 პროექტის ფარგლებში 2000 – ზე მეტ ბენეფიციარს სხვადასხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფს, – ამბობენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
უწყების ინფორმაციით, გორის მერია არასამთავრობო სექტორთან „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში თანამშრომლობს. პროგრამის მიზანი მუნიციპალიტეტში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.
პროექტების ბენეფიციარები არიან სხვადასხვა სოციალური საჭიროების მქონე ადამიანები, როგორიცაა შშმ ბავშვვები, შშმ პირები, ხანდაზმულები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირები, ვეტერანები, განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები და კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდები.
პროექტების ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურებებია:
- შინმოვლა;
- სარეაბილიტაციო კურსები;
- საყოფაცხოვრებო მომსახურება;
- სამედიცინო მომსახურება;
- საკვებით უზრუნველყოფა;
- მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
- სასწავლო კურსები.
2023 წელს დაფინანსებული პროექტები:
- პროექტი – „შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურების უზრუნველყოფა“, პარტნიორი ორგანიზაცია – „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“. ბენეფიციარი – 25 შშმ ბავშვი;
- პროექტი – „ხანდაზმულთა შინმოვლა გორსა და მის მიმდებარე სოფლებში“, პარტნიორი ორგანიზაცია – „საქართველოს სამარიტელთა კავშირი“, ბენეფიციარი – 90 – მდე მოხუცი;
- პროექტი – „ხანდაზმულთა ხიბლი“, პარტნიორი ორგანიზაცია – სკრის სათემო ასოციაცია „ბეთლემი“, ბენეფიციარი – 20 – მდე მოხუცი;
- პროექტი – „ფერადი დღიურები“, პარტნიორი ორგანიზაცია – სკრის სათემო ასოციაცია „ბეთლემი“, ბენეფიციარი – 20 – მდე ბავშვი;
- პროექტი – „რეკრეაცია ბავშვებისთვის“, პარტნიორი ორგანიზაცია – ,,საზოგადოება ბილიკი“, ბენეფიციარი – 40 -მდე ბავშვი;
- პროექტი – „თანადგომა“, პარტნიორი ორგანიზაცია – “საზოგადოება ბილიკი“, ბენეფიციარი – 60 მოქალაქე;
- პროექტი „შინმოვლის განვითარება საქართველოში“, პარტნიორი ორგანიზაცია – საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“, ბენეფიციარი – 200 – მდე მოქალაქე;
- პროექტი „საქმიანობათა ცენტრში გორში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისთვის“, პარტნიორი ორგანიზაცია – „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“, ბენეფიციარი – 1000 – მდე მოქალაქე;
- პროექტი „ღირსეული სიბერე“, პარტნიორი ორგანიზაცია – ასოციაცია „თანხმობა“, ბენეფიციარი – 100 – მდე ხანდაზმული;
- პროექტი – სარეაბილიტაციო კურსი შშმ ბავშვებისთვის, პარტნიორი ორგანიზაცია – „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“, ბენეფიციარი – 25 – მდე შშმ პირი;
- პროექტი – სარეაბილიტაციო კურსი ვეტერანებისთვის, პარტნიორი ორგანიზაცია – ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრი, ბენეფიციარი – 20 – მდე შშმ პირი;
- პროექტი „ხელი-ხელს“, პარტნიორი ორგანიზაცია – ,,საზოგადოება ბილიკი“, ბენეფიციარი – 105 ბავშვი;
- პროექტი „საკვების მიწოდების სერვისი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველ პირთათვის“, პარტნიორი ორგანიზაცია – „საქართველოს სამარიტელთა კავშირი“, ბენეფიციარი – 20 მოქალაქე;
- პროექტი – უკიდურესად გაჭირვებული მოხუცების თავშესაფრით უზრუნველყოფა, პარტნიორი ორგანიზაცია – ა(ა)იპ „შენი თბილი კერა“, ბენეფიციარი – 16 მოქალაქე;
- პროექტი – „ტოტალურად უსინათლო და მცირემხედველ პირთა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია“, პარტნიორი ორგანიზაცია – საქართველოს უსინათლოთა კავშირი, ბენეფიციარი – 11 მოქალაქე;
- პროექტი – შშმ ბავშვების ფსიქო-ემოციური განვითარება, პარტნიორი ორგანიზაცია – საზოგადოება „აიქიუ“, ბენეფიციარი – 120 – მდე ბავშვი;
- პროექტი – შშმ პირთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია და სოციალური ინტეგრაცია, პარტნიორი ორგანიზაცია – საცხენოსნო კლუბი „კენტავრი“, ბენეფიციარი – 50 – მდე ბავშვი;
- პროექტი – ახალგაზრდების რეაბილიტაცია/რესოციალიზაცია, პარტნიორი ორგანიზაცია – GCRT – “წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“, ბენეფიციარი – 300 – მდე მოქალაქე.