სტატიები

გორის მერია კომერციული საქმიანობისთვის მიწის ნაკვეთებს ასხვისებს – საწყისი თანხა 24300 ლარია   

გორის მერია კომერციული საქმიანობისთვის მიწის ნაკვეთებს იჯარით ასხვისებს, – საწყისი თანხა 24300 ლარია.

უწყებას ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი აქვს გორში არსებული 4 მიწის ნაკვეთი, რომელთა გასხვისებაც  იჯარის ფორმით სურს. 

  • მშვიდობის გამზირზე მდებარე 11.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 66.45.16.383;
  • მშვიდობის გამზ. N12-ზე მდებარე 30.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 66.45.16.385;
  • 26 მაისის სანაპიროზე მდებარე 1609.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს.კ. 66.45.17.427) ნაწილი ფართი 1000.00 კვ.მ.
  • ქართლის ქუჩაზე მდებარე 155.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 66.45.17.234.

აუქციონის პირობების თანახმად, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები გაიცემა კომერციული საქმიანობისთვის, მარტივი კონსტრუქციების განთავსების მიზნით, რომლის ზომები და იერსახე უნდა შეთანხმდეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილებასთან.

“საწყის თანხად მითითებულია იჯარის წლიური საწყისი ქირა. იჯარის ქირის გადახდა მოხდება ყოველთვიურად. საგარანტიო თანხა ჩაითვლება იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო თვის/თვეების  გადასახდელი ქირის ოდენობაში. აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმდება აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში”, – ნათქვამია აუქციონის პირობებში. 

მოიჯარე ვალდებულია იჯარის მოქმედების მთელ პერიოდზე დარეგისტრირდეს აბონენტად შესაბამისი კომუნალური მომსახურების გამწევ ორგანიზაციებში (ელ. ენერგია, ბუნებრივი აირი, წყალმომარაგება, დასუფთავება);

ამავეე პირობების თანახმად, მოიჯარე ვალდებულია მიწის ნაკვეთებზე: ს/კ 66.45.16.385 და ს/კ 66.45.17.427, განსათავსებელ მსუბუქ კონსტრუქციებში მოაწყოს სველი წერტილები (საპირფარეშოები); 155.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან, ს.კ. 66.45.17.234, 100.00 კვ.მეტრი განიკარგოს მარტივი ტიპის კონსტრუქციის განსათავსებლად, ხოლო 55.00 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი მოწესრიგდეს და მოეწყოს საზოგადოებრივი სივრცე.

გორის მუნიციპალიტეტის მერია, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ცალმხრივად შეწყვეტს იჯარის ხელშეკრულებას ნებისმიერ დროს, რის შესახებაც მხარეს აცნობებს 2 (ორი) კვირით ადრე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.