ახალი ამბები

ქვენატკოცის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ოქტომბერში დაიწყება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ოქტომბერში დაიწყება.

ქარელის რესურცენტრის უფროსის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე, 270 მოსწავლე ცერონისის საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში ისწავლის. 

“პირველი ოქტომბრიდან ქვენატკოცის სკოლის 270 მოსწავლე ცერონისის საჯარო სკოლაში მეორე ცვლაში გააგრძელებენ სწავლას”, – გვითხრა გიორგი კობახიძემ. 

სკოლის რეაბილიტაციის პროექტი  სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ეკუთვნის. 

დატოვეთ კომენტარი