საოკუპაციო ხაზთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ჯოზეფ ბორელი ჩავიდა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ ერთგულებას. მან აღინიშნა, რომ ევროკავშირის გრძელვადიანი მხარდაჭერა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში მნიშველოვანია.
“აქ უკვე 15 წელია, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი პატრულირებს, ამ ზონაში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე. საერთო ჯამში, ისინი პატრულირებენ უკვე 100 ათასი საათია. ეს გრძელდება დღე და ღამე, კვირაში შვიდი დღის, მთელი წლის განმავლობაში. ჩვენი მისია უზრუნველყოფს უსაფრთხოების განცდას. მე ვესაუბრე ადამიანებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე. ვესაუბრე მათ, ვისაც მოუწია საკუთარი სახლების დატოვება და მითხრეს, რომ ჩვენი მისია მათ აძლევს უსაფრთხოების შეგრძნებას. ჩვენი ხალხი აკონტროლებს ვითარებას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ახდენს მისი გაფართოების პრევენციას, რომ სამხრეთ ოსები და რუსები საქართველოს ტერიტორიის შიგნით არ გადმოვიდნენ”, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
ვიზიტის დროს, მან ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე მუდმივად ყოფნის 15 წლიან ეტაპზე და მის გადამწყვეტ როლზე სტაბილურობის უზრუნველყოფასა და დაძაბულობის შემცირებაში.
“ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც აქ გავაკეთეთ და ჩვენ ამის გაკეთებას იქამდე გავაგრძელებთ, ვიდრე საჭიროა. ჩვენ არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, სასწაულებს ვერ ვახდენთ, მაგრამ პატრულირების 100 ათასი საათი ძალიან შთამბეჭდვია. ემოციურია ამ ადამიანების ცხოვრების პირობების ხილვა. ძალიან ემოციურია ამ ადამიანების მოსმენა, რომლებიც გვეუბნებიან, შეხედეთ ეს არის ჩემი სახლი, ჩემი მიწა არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მისი დამუშავება არ შემიძლია. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, რითიც შეგვიძლია“, – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.