ახალი ამბები

ხაშურის მერიის შენობას აქვს აივანი, რომელზე გასასვლელი კარიც არ არსებობს

ხაშურის მერიის ახლადრეაბილიტირებულ შენობას აქვს აივანი, რომელზე გასასვლელი კარიც არ არსებობს. 

“უბრალო ბუტაფორიაა და ნაგვის ბუდე. რეაბილიტაციას რომ უკეთებდნენ შენობას, ვთხოვეთ, რომ ერთი კარიც ჩაეყოლებინათ, თუმცა შენობა ისე გაარემონტეს, ეს აივანი ისევ ასე კარების გარეშე დატოვეს”, -გვითხრა ხაშურის საკრებულოს დეპუტატმა ეკა პაპუაშვილმა. 

მერიის შენობას რეაბილიტაცია პროგრამის  “განახლებული რეგიონები” ფარგლებში ჩაუტარდა. პროგრამის ფარგლებში, შენობის ფასადთან ერთად, ის აივანიც მოპირკეთდა, რომლითაც მერიის და საკრებულოს თანამშრომლები ვერ სარგებლობენ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები